Hot line : 599647050

შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში

10 March, 2017

    წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებელი  ბესიკ  ფარცვანია, გამგებლის  მოადგილეები  გიორგი  ლუკავა,სევერიანე  შეროზია  და  თენგიზ  ფიფია  ჩქვალერისა და  საჩინოს  ადმინისტრაციულ  ერთეულებში  იმყოფებოდნენ.

   შეხვედრის  დასაწყისში  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა  ბესიკ  ფარცვანიამ  შეხვედრაზე დამსწრე  ქალბატონებს  ქალთა  დღე  მიულოცა.

  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა  ისაუბრა  იმ  პრინციპებზე, თუ  რას  წარმოადგენს  სოფლის  საერთო  კრება, რა  არის  საერთო  კრებების ჩატარების  მიზანი  და  რა  პრინციპებით  უნდა  იმუშაოს  საერთო  კრების  რჩეულმა.

   ჩქვალერის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  პრიორიტეტებად  დასახელდა  ჩქვალერი-საჩინოს  დამაკავშირებელი  ცენტრალური  გზის  ასფალტირება  და  შიდა  საუბნო  გზების  მოხრეშვა.  საფეხმავლო  ხიდის  რეაბილიტაცია  ლექურსუეს  უბანში,წყალამრიდები  გაბიონების  მოწყობა  მოროჟას  სანაპიროზე, ლეფიფიეს  უბანში  ეგნატე  ფიფიას  წყაროს  მოწყობა.

   მოსახლეობას  მიეწოდა  ინფორმაცია  თხილის  შეწამვლასთან დაკავშირებით,ასევე  ისაუბრეს  სოციალურ  პროგრამებზე, რომელიც  ხორციელდება  მუნიციპალიტეტის  მიერ.

   საჩინოს  ადმინისტრაციულ  ერთეულში  პრიორიტეტებად  დასახელდა  საჩინოს  გზის  სრული  რეაბილიტაცია, შიდა  საუბნო  გზების  მოწესრიგება.  ნოჟალას  უბანში  ნაპირსამაგრი  გაბიონის  მოწყობა. სოფლის  კულტურის  სახლის  რეაბილიტაცია,საჩინო-ჯვარის  გზაზე  მოსაცდელის  მშენებლობა.  საშონიოს  უბანში  მეწყერსაშიშ  ტერიტორიაზე  გზის  გამაგრებითი  სამუშაოები. ნაგურუს  სკოლის  მიმდებარე  ტერიტორიაზე ,ასევე  ლეხვიჩე-ლეჭიწაღუეს  უბანში  გაბიონის  მოწყობის  სამუშაოები.

   გამგებელმა  დაათვალიერა  ტერიტორიები, სადაც  მცოცავი  ნიადაგისა  და  წყალდიდობის  გამო  მოსახლეობას  ექმნება  საშიშროება.

   შეხვედრაზე  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა  ამცნო  მოსახლეობას  რომ  დასრულებულია  საჩინოს  ცენტრალური  გზის  პროექტირების  სამუშაოები  და  უახლოეს  პერიოდში  დაიწყება  პროექტების  სატენდეროდ  მომზადება.

   ადმინისტრაციულ  ერთეულებში  არჩეულიქნა  საინიციატივო  ჯგუფები  და  დასახელდნენ  საერთო  კრების  რჩეულები.

 

Share page