Hot line : 599647050

ნაბერთუს უბანში ნაპირსამაგრი გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს

22 August, 2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაბერთუს უბანში, მდინარე ინწირაზე, ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. 
წლების მანძილზე აღნიშნული უბნის მცხოვრებლებს, უამინდობისას, ადიდებული მდინარე მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა. _ სტიქიის დროს ნადგურდებოდა, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ასევე მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები.
გაბიონის მოწყობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 27 954 ლარს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჯვარი-91 ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ცოტნე შონიამ.

Share page