Hot line : 599647050

სქურდილაზე მიმდინარე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა

3 October, 2019

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერი  ბესიკ ფარცვანია      ობუჯის    ადმინისტრაციული   ერთეულის  სქურდილას    უბანში   მდინარე  სქურდილაზე    მიმდინარე    ნაპირსამაგრი    გაბიონის    მოწყობის    სამუშაოებს    ადგილზე  გაეცნო.  

   აღნიშნულ  სამუშაოებს  ასრულებს  ტენდერში  გამარჯვებული  ზვიად  არქანია, სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს  23 548  ლარს. მიმდინარე  სამუშაოებზე დასაქმებულია  ადგილობრივი  მუშახელი.

   აღნიშნული   უბნის   მცხოვრებლებს,   უამინდობისას,   ადიდებული    მდინარე მნიშვნელოვან    ზარალს    აყენებდა. _ სტიქიის    დროს  ნადგურდებოდა,   როგორც სასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების   მიწები, ასევე   მოსახლეობის  საკარმიდამო ნაკვეთები.

     სამუშაოები   სტიქიის   შედეგად   მიყენებული  ზარალის  ლიკვიდაციის ფარგლებში    მიმდინარეობს.

Share page