სამუშაო თათბირი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, მერის პირველ მოადგილესთან ცოტნე შონიასთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა.
ბესიკ ფარცვანიამ შეხვედრაზე მყოფ თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა, გასული წელი შეაჯამა , არსებული მდგომარეობა დეტალურად განიხილა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.