Hot line : 599647050

საკრებულოს ქონებრივი მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა

26 February, 2020

26 თებერვალს 14:30 სთ-ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს ქონებრივი მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდმარეობდა კომისიის თავმჯდომარე დალი კვარაცხელია. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიპალიტეტის საკუთრებაში არსებული არა სასოფლო/სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
პროექტის წარმომდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

2.შპს ,,წალენჯიხის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს’’ საწესდებო კაპიტალში ცვლილების შეტანის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

პროექტის წარმომდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი.

3.სხვადასხვა

Share page