ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის #2 საჯარო სკოლა მებაღეობის პროგრამის განხორციელებას იწყებს

8 ნოემბერი, 2019

      წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის     ფახულანის   #2   საჯარო   სკოლა    მებაღეობის პროგრამის განხორციელებას იწყებს.

      პროგრამა მიზნად ისახავს ფახულანისა  და აღმოსავლეთ   აფხაზეთის   ახალგაზრდებისთვის განათლების   მიცემას   კაკლის   ბაღის   გაშენების   და   მისი მოვლა-პატრონობის   შესახებ, რაც რეგიონის   ეკონომიკური   განვითარებისთვის   მნიშვნელოვანია.

    ახალი   პროგრამის   დაწყება   დღეს,  8  ნოემბერს,  აღინიშნა სკოლის ტერიტორიაზე,  ჩანდლერის  ჯიშის   კაკლის   ნერგების   დარგვით, რომელიც 250-მდე  ნერგს  მოიცავს.

    კაკლის   ბაღის    გაშენება   დაფინანსებულია   ამერიკელი   ხალხის   შემოწირულობებით ქართველი ბავშვების დასახმარებლად, ორგანიზაცია Spirit of America-ს მიერ".

   ნერგების  დარგვაში    მონაწილეობა  მიიღეს   სამეგრელო-ზემო  სვანეთის  მხარის  რწმუნებულის  მოადგილემ  დავით  ვერავამ, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერმა  ბესიკ  ფარცვანიამ და  წალენჯიხის   საგანმანათლებლო  რესურსცენტრის  უფროსმა  ლირა  ღურწკაიამ.


გააზიარე