ცხელი ხაზი : 599647050

ჩქვალერში გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს

16 ოქტომბერი, 2019

ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეფიფიეს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ლუდუკ ხასია და დავით ვერავა, მათთან ერთად იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია. გეგმის მიხედვით, ბეტონის საფარის, მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა განხორციელდება. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 797 829 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ბეტკო"ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება.

გააზიარე