ცხელი ხაზი : 599647050

ქალაქ წალენჯიხაში, სალიას ქუჩა N 5 იურიდიული დახმარების უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

24 სექტემბერი, 2020

     ქალაქ წალენჯიხაში, სალიას ქუჩა N 5  იურიდიული დახმარების უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

  საკონსულტაციო ცენტრში მოქალაქეებს იურისტ-კონსულტანტები მოემსახურებიან და მისცემენ    რჩევებს   სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ ,ოჯახში ძალადობა და სხვა   საკითხები.

   იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, საკუთრების რეგისტრაციასთნ დაკავშირებული საკითხები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართელოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ თემებზე ისაუბრა.

  იურიდიული დახმარების სამსახური უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით

გააზიარე