ცხელი ხაზი : 599647050

ლეჟას საბაზისო სკოლის მშენებლობის სამუშაოები

22 ოქტომბერი, 2020

წალენჯიხაში, ლეჟას უბანში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ლეჟას უბანში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. აღნიშნული სკოლის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „სტარი“ ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ლეჟას საბაზისო სკოლის მოსწავლეებს სწავლა ძველი ხის შენობაში უწევდათ. პროექტი 2021 წელს წელს დასრულდება და სოფელ ლეჟას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლა ექნება, რომელიც აღჭურვილი იქნება ახალი ინვენტარით და ტექნიკით. სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია და გარე სპორტული მოედანი, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
2020 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 28 საჯარო სკოლაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მთლიანად განახლდა სველი წერტილები, საპირფარეშოები, მოეწყო პანდუსები.

გააზიარე