ცხელი ხაზი : 599647050

„მწვანე სკოლის"სტატუსის ფინალისტები

24 თებერვალი, 2017

19 თებერვალს, ქალაქ ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლაში კონკურსის ,,ნიკო კეცხოველის პრემია-2017’’ ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ნახევარფინალური ტურისათვის საქართველოს მასშტაბით 100 სკოლა შეირჩა , მათ შორის 31 სკოლა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის რეგიონიდან. ფინალში მონაწილე სკოლებს მიენიჭა „მწვანე სკოლის“ სტატუსი. კონკურსში ოთხი ფინალისტი სკოლა გამოვლინდა. წალენჯიხის სოფელ ეწერის, მესტიის სოფელ მულახის, ხობის სოფელ ხეთის და გალის სოფელ თაგილონის სკოლები. კონკურსში მონაწილე, ფინალისტი სკოლები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებული სკოლები მონაწილეობას მიიღებენ 21 მარტს გამართულ დასკვნით ეროვნულ ტურში, სადაც „ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის“ მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ფოტოკონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კონკურსი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინასური მხარდაჭერით. მისი პარტნიორები არიან სახელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.

გააზიარე