ცხელი ხაზი : 599647050

მედანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

17 სექტემბერი, 2020

მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 - კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.

სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ დაათვალიერა.
მედანის გზის ღირებულება შეადგენს 4 525 548 ლარს.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პასაჟი საქართველო“ ასრულებს.

პროექტის დასრულების შემდეგ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელსაც 35 წელია უგზოობა აწუხებს, ისარგებლებს უსაფრთხო და მოწესრიგებული გზით.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

გააზიარე