ცხელი ხაზი : 599647050

მედანში საექიმო ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს

2 ოქტომბერი, 2019

  მედანის   ადმინისტრაციულ   ერთეულში   ახალი   საექიმო   ამბულატორიის მშენებლობა  მიმდინარეობს.

   სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება   შეადგენს    83 450 ლარს. სამუშაოებს   ტენდერში გამარჯვებული   კომპანია   „შაკო+“  ასრულებს.

     მიმდინარე  სამუშაოები  დაათვალიერა  წალენჯიხის   მუნიციპალიტეტის  მერმა ბესიკ  ფარცვანიამ.

      ამბულატორიების მშენებლობა  კიდევ   ნაკიფუს,   ჩქვალერისა   და   ფახულანის ადმინისტრაციულ   ერთეულებში   მიმდინარეობს. 

     მედანში, ნაკიფუსა   და   ჩქვალერში   ამბულატორიების   მშენებლობა   რეგიონული განვითარების   პროექტების    ფონდიდან    გამოყოფილი   თანხებით   ფინანსდება,   ფახულანში კი   მშენებლობა   არასამთავრობო   ორგანიზაცია   „თემი   და   გარემო“-ს დაფინანსებით   ხდება.

გააზიარე