ცხელი ხაზი : 599647050

მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

19 May, 2020

➡️ მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები  აქტიურად  მიმდინარეობს.
➡️ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
➡️ საბავშვო ბაღის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების დონეზე მიმდინარეობს.
➡️ მოეწყობა წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემები, პანდუსები.
➡️ ორსართულიანი ევროპული სტანდარტების დონის შენობა 60- აღსაზრდელზეა გათვლილი.
➡️ სამუშაოებს შპს ზანგო-2015 ასრულებს.
➡️ აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

➡️ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია  და  რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი  ნუგზარ  გაბელია.

გააზიარე