ცხელი ხაზი : 599647050

მონიტორინგი სკოლებში

11 სექტემბერი, 2020

☑️წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი ნანა სიჭინავა საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ.
შემოწმდა სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების კუთხით-
დეზობარიერები, ხსნარები, პირბადეების მარაგი, კლასებში მერხების განლაგება, სველი წერტილების მდგომარეობა.

აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 28 საჯარო სკოლაში, რომლის სარეაბილიტაციოდაც გამოყოფილია -1 033 000 ლარი. ასევე მიმდინარეობს ნაკიფუ-ლეჟას, ჯგალი-კანთის საბაზო 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლისა და 120 მოსწავლეზე გათვლილი ქ. წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მშენებლობა. სოფელ ეწერში კი დასრულდა ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დონეზეა კეთილმოწყობილი.
საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეში.

გააზიარე