მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა
დღეს 8 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად განიხილეს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები.
პროექტში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ღონისძიებების განხორციელებას.