ცხელი ხაზი : 599647050

სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

20 სექტემბერი, 2020

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების კუთხით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები კვლავაც გრძელდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩატარდა. სადეზინფექციო სამუშაოები ასევე უტარდება სახელოვნებო-საგანმანათლებლო და სპორტულ სკოლებს.
უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სკოლებშიც ყოველდღიურად მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, მოწმდება დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარებისა და პირბადეების მარაგი.

გააზიარე