ცხელი ხაზი : 599647050

საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

16 სექტემბერი, 2019

დღეს 16 სექტემბერს, საგანმანათლებლო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლებში -302 პირველკლასელი იწყებს სწავლას.საერთო მონაცემებით 30 საჯარო სკოლაში 3595 მოსწავლეა.   . საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს უფასოდ დაურიგდათ განახლებული სპეციფიკის „ბუქები“, პროგრამები. ასევე ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცემა იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“. იაკობ გოგებაშვილის „დედაენასთან“ ერთად, სკოლებში კიდევ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოა. სკოლა თავად წყვეტს, რომელ სახელმძღვანელოს გამოიყენებს მოსწავლეებისთვის წერა-კითხვის შესასწავლად. 2019-2020 სასწავლო წლისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 საჯარო სკოლას, დანარჩენ სკოლებშიც განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია, მერის მოადგილე სევერიანე შეროზია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია,რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, წალენჯიხის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარე მაია მიქავა და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია. ლუდუკ ხასია ლეჟას საბაზისო სკოლასაც ეწვია, სადაც მოსწავლეები ამჟამად საუკუნოვან შენობაში სწავლობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე დასრულდა ტენდერი, რომლის საფუძველზეც ლეჟასა და კანთში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობები დაიწყება. დღესვე საჩინოს #1 საჯარო სკოლის უხუცეს პედაგოგს,ციალა კვარაცხელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი გადაეცა.

გააზიარე