ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს წევრები „სათნოების სახლს“ ესტუმრნენ

12 აგვისტო, 2019

დღეს, 12 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ქალბატონ დარეჯან დადიანის ინიციატივით ქალაქ წალენჯიხაში „სათნოების სახლს“ ესტუმრნენ და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქ-ნ დარეჯან დადიანი, საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქ-ნ დალი კვარცხელია და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე ქ-ნ მაია მიქავა. 
შეხვედრისას ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ კმაყოფილები არიან კვების მენიუთი და ასევე კმაყოფილება გამოთქვეს პურის ნორმის გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა საკრებულოს წევრების ინიციატივით. საკრებულოს წევრებმა ასევე ჩაინიშნეს ბენეფიციართა წინადადებები, რაც ასევე გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში. 
მონიტორინგის ჯგუფის თქმით, სასადილოში არის სისუფთავე, კერძები ხარისხიანადაა მომზადებული და ემთხვევა მენიუთი გათვალისწინებულ ჩამონათვალს. ინვენტარი, მოწყბილობა ექვემდებარება სტანდარტებს. 
წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში რამდენიმე წელიწადია ფუნქციონირებს “სათნოების სახლი“, სადაც 224 ბენეფიციარი ყოველდღიურად ღებულობს სხვადასხვა სახის კერძსა და ტკბილეულს.

გააზიარე