ცხელი ხაზი : 599647050

სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლებთან

20 მარტი, 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს დასუფთავების საკითხებზე, მდინარეებისა და წყალსატევების ნაპირების დასუფთავებაზე. აქედეან გამომდინარე, წარმომადგენლებს მიეცათ ინფორმაცია ახალი კამპანია ,,ლურჯი ნაკადული“-ს შესახებ, რომელიც სწორედ მდინარეებისა და წყალსატევების ნაპირების დასუფთავებაზეა ორიენტირებული. ახალი პროექტის ფარგლებში, 22 მარტს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გაიმართება მდინარეებისა და წყალსატევების ნაპირების დასუფთავება. ამავდროულად ისაუბრეს სანაგვე ურნების ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

გააზიარე