ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრა ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში

24 თებერვალი, 2017

   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებელი  ბესიკ  ფარცვანია  ნაკიფუს  ადმინისტრაციული  ერთეულის  მოსახლეობას  შეხვდა.   შეხვედრის  მიზანიც     გახლდათ   მოქალაქეთა  ჩართულობა ,   დასახლებაში  რეგისტრირებული ამომრჩევლის,  ამ დასახლებისა და   მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის,  გადაწყვეტისა და აღნიშნული  მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში ქმედითობა,       მოქალაქეთა თანამონაწილეობა უკეთესი  თვითმმართველობისათვის.

  შეხვედრაზე  ისაუბრეს  ჭაბურღილების  მოწყობაზე, შიდა  საუბნო  გზის  მოწესრიგებაზე, წყალგაყვანილობის   სისტემების  რეაბილიტაციაზე  და  სხვა  მნიშვნელოვან  საკითხებზე.

 


გააზიარე