ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრები წალენჯიხასა და მიქავაში

18 თებერვალი, 2020

►“ სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამის“   ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის  მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები  აქტიურად  მიმდინარეობს.

►  პროგრამის ფარგლებში  შეხვედრები  გაიმართა  წალენჯიხასა  და  მიქავაში.       

►    შეხვედრებზე   მიღებული გადაწყვეტილებით,   მოსახლეობამ     საშანაოს    უბანში     ხიდ-ბოგირების   მშენებლობა  დაასახელა.

►  ხვითერი-საკალანდიოს    უბანში   მოთხოვნილიქნა   გურამ ჩალიგავას სახელობის  სპორტული  მოედნის რეაბილიტაცია , ასევე  N3   საჯარო  სკოლის  ტერიტორიაზე   და  ცხაურების  მოწყობა, N3  საბავშვო  ბაღისთვის  ინვენტარის შეძენა.

►სამცაცხვის ტერიტორიაზე,  თვალთვაძის ქუჩაზე  გარე-განათებებისა და  სპორტული  მოედნის  მშენებლობა,  მეუნარგიას  ქუჩაზე  სანიაღვრე   არხის   რეაბილიტაცია.

►ზღვაიას  დასახლებაში  დასასვენებელი  პარკის  შემოღობვა და საბავშვო-გასართობი  ატრაქციონის  მოწყობა.

►მიქავაში-მინი-მოედნისა  და  ხიდ-ბოგირების მოწყობა,ლეჯოლოხეს უბანში  პრიორიტეტად  გარე-განათებებისა და  სასაფლაომდე  მისასვლელი  გზის  მოხრეშვითი  სამუშაოები, ლეღვინჯილეს  უბანში    კი  გარეგანათებების   რეაბილიტაცია  დასახელდა.

გააზიარე