ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრები მუჟავასა და ფახულანში

19 თებერვალი, 2020

„ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება.
დღეს, 19 თებერვალს, პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა მუჟავასა და ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრებზე მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის ზედა მუჟავასა და ოლორის მოსახლეობამ სასმელი წყლით უზრუნველყოფა დაასახელა. ნაშამგუში კი მოთხივნილიქნა სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია.
ფახულანში- ჭველეს უბნის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად საბავშვო ბაღში სველი წერტილის მოწყობა და ელექტრო გაყვანილობის კაბელების შეცვლა მოითხოვა. ასევე დასახელდა სასმელი წყლის მილების შეძენა, გარე-განათებების მოწყობა და მინი მოედნის მშენებლობა.
ფახულანის ცენტრში დასახელდა სასმელი წყლის მილების შეძენა, გარე-განათებების მოწყობა საშონიო-საგერგედაოს უბნებში, ცენტრის კეთილმოწყობა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა.
წყოუშის უბანში გარე-განათებებისა და ცენტრის კეთილმწყობა, სკოლის წინ არსებულ ცენტრალურ გზაზე დამცავი ბარიერის ( მწოლიარე პოლიციელის) მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია და მოსაცდელის მშენებლობა დაასახელეს.
ქალაღალში მცხოვრებლების მიერ, შიდა გზების მოხრეშვა და სასმელი წყლის მილის შეძენა დასახელდა.
დღევანდელ შეხვედრას ადგილზე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები -წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია.

გააზიარე