ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრები ობუჯისა და ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულებში

17 თებერვალი, 2020

►“ სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამის“   ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის  მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

►  პროგრამის ფარგლებში  შეხვედრები  გაიმართა ობუჯისა   და  ნაკიფუს   ადმინისტრაციულ  ერთეულებში.

►   გამართულ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებით,   მოსახლეობამ    საკონჯარიოსა და  სამესხიოს  უბანში  მოსაცდელის  , საკაციო-საკონჯარიოს უბანში  გარე-განათებების, სახუნწარიოს უბანში კი  ცხაურების მოწყობა დაასახელა.

► ობუჯი-სამებონიოს, ხარჩილავებისა და ქებურიების უბანში   მოთხოვნილიქნა  სასმელი  წყლის  შემკრები  ავზის  რეაბილიტაცია  და  ცხაურების  მოწყობა.

►ჭაჭახის უბანში დასახელდა  გარე-განათებების  მოწყობა, სასმელი  წყლის მილების შეძენა, მდ. ხუფინაზე  სასმელი წყლის სათაო ნაგებობის რეაბილიტაცია  და  საბავშვო ბაღისთვის  სათამაშოების შეძენა.

► ნაკიფუში-მთავარ  პრიორიტეტად  უბნების  მიხედვით  სასმელი  წყლით  უზრუნველყოფა,  გარე-განატებეის მოწყობა  და  წისქვილების რეაბილიტაცია დასახელდა.   

►  აღნიშნულ  შეხვედრებზე  იმყოფებოდნენ  წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის წევრი  გოგა გულორდავა  და  ადგილობრივი  ხელისუფლების  ხელმძღვანელი პირები.

გააზიარე