ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრები ფახულანისა და ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულებში

28 თებერვალი, 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი  ბესიკ  ფარცვანია  და  გამგებლის  მოადგილე  სევერიანე  შეროზია  ფახულანისა და  ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ  სადაც  შედგა  შეხვედრა  მოსახლეობასთან.   შეხვედრებს ესწრებოდნენ   საკრებულოს  წევრები  ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით.  შეხვედრაზე  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა  მოსახლეობას  განუმარტა  ჩართულობის  მნიშვნელობაზე.

      ფახულანის  ადმინისტრაციულ ერთეულში  მთავარ  პრიორიტეტად  დასახელდა  ქალაღალის  გზისა  და  შიდა  საუბნო  გზების  რეაბილიტაცია.  უწყლოობის  პრობლემების  მოგვარება, დასუფთავების      საკითხების  გაუმჯობესება  და  სანაგვე  ურნების  განთავსება  ადმინისტრაციულ  ერთეულში.  აქვე  აღინიშნა  რომ  ფახულანის  ცენტრის  მიმდებარე  ტერიტორიაზე  არსებული   ღელეს  კალაპოტიდან  უხვი  ნალექის  პირობებში  მოსახლეობას  ექმნება   საფრთხე, რის  გამოც  აუცილებელია  ნაპირსამაგრი  სამუშაოები.

     ეწერის  მოსახლეობამ  მთავარ  პრიორიტეტებად  დაასახელა  გზის  რეაბილიტაცია  და  სასმელი  წყლით  უზრუნველყოფა.  ამავდროულად  დასახელდა  საჯარო  სკოლის  მშენებლობისა  და  საბავშვო  ბაღის  რეაბილიტაციის  საკითხები.

  სევერიანე  შეროზიამ  მოსახლეობას  გააცნო  თხილის  პლანტაციების  შეწამვლის  ვადები  და  ისაუბრა   მოსახლეობის  ჩართულობასთან დაკავშირებით. 

გააზიარე