სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა
დღეს, 14 აგვისტოს , სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას თავმჯდომარეობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სევერიანე შეროზია, რომელმაც კომისიის წევრებთან ერთად განიხილა შემოსული განცხადებები და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ: ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები. მოქალაქეები ახალშობილ ოჯახთა ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში, მრავალშვილიანი, იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, დიალეზზე მყოფი და ასევე C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები.