ცხელი ხაზი : 599647050

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

14 მარტი, 2017

11 მარტს,ლიას ადმინისტრაციულ ერთეულში ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ხელმძღვანელობის ინიციატივით,მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. გასინჯვებს ატარებდნენ,მედიცინის აკადემიური დოქტორი,პროფესორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელი ბარბარე ბაზერაშვილი; 


მედიცინის აკადემიური დოქტორი,პროფესორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი კახა ვაჭარაძე;


კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტის დერმატოლოგ-ვენეროლოგი,მედიცინის დოქტორი ხათუნა ღურჭუმალიძე და მედიცინის აკადემიური დოქტორი,ამიერკავკასიის ექიმთა გასტროენტეროლოგიური და ინფექციური დაავადებების ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი ხმალაძე.
გასინჯვები დილის 11:00საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მიმდინარეობდა.გამოკვლევები გაიარა 200-მდე ბენეფიციარმა.


გამოკვლევების მიმდინარეობისას,ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია და გამგებლის მოადგილე თენგიზ ფიფია.

გააზიარე